Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
ამერიკის მოქალაქის გარადაცვალება
 

ინფორმაცია ამერიკის მოქალაქეების გარდაცვალების ყველა შემთხვევაზე საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გადაცემული საკონსულო განყოფილებაში. საკონსულოს თანამშრომელი შეატყობინებს გარდაცვლილის უახლოეს ნათესავს და აცნობებს მას თუ დამარხვის ან გარდაცვლილის ცხედრის გადასვენების რა ვარიანტები არსებობს. თუ უახლოესი ნათესავი თანახმაა, საკონსულოს თანამშრომელს შეუძლია იმოქმედოს, როგორც მისმა წარმომადგენელმა ადგილობრივ ხელისუფლლებასთან მიმართებაში. ცხედრის ამერიკაში გადასვენების ხარჯები მაღალია და ოჯახმა ეს თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახი გადაწყვეტს გარდაცვლილის აშშ-ში გადასვენებას საკონსულო განყოფილება მოამზადებს საჭირო დოკუმენტაციას. საკონსულო განყოფილება აგრეთვე მოამზადებს გარდაცვალებაზე საკონსულო ანგარიშს, რაც ეფუძნება საქართველოში შედგენილ გარდაცვალების მოწმობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკაში უძრავი ქონებისა და სხვა საკითხების განხილვისას. გარდაცვალებაზე საკონსულოს ანგარიშთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციიისათვის შედით ვებ-გვერდზე:
http://travel.state.gov/travel/tips/emergencies/death/death_3878.html