Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
ნოტარიული მომსახურება
 

ნოტარიული მომსახურების მიზნით შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ.

აშშ-ს საელჩოს შეუძლია დაამოწმოს ხელმოწერა და მინდობილობა მხოლოდ იმ პიროვნების ფიზიკური გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი საკონსულო ოფიცრის წინაშე ხელს აწერს საბუთს. საკონსულოს ოფიცერი უზრუნველყოფს პიროვნების იდენტიფიკაციას და იღებს ფიცს. ამ მომსახურებისათვის დაწესებულია გადასახადი $50-ის ოდენობით.

საქართველოში გაცემული დოკუმენტების დამოწმება 

დოკუმენტების დამოწმება ჰააგის კონვენციის წევრ ქვეყნებში არ არის საჭირო. კონვენციის წევრი ქვეყნები ცვლიან დოკუმენტებს დამოწმებულს აპოსტილით.

საქართველოში აპოსტილით დამმოწმებელი ორგანოებია:
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის უწყება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო
უზენაესი სასამართლო

აშშ-ში გაცემული დოკუმენტების დამოწმება

აშშ საელჩოს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია, კანონით, აშშ-ში გაცემული დოკუმენტების დამოწმება. ასეთ დოკუმენტებს განეკუთვნება დაბადების მოწმობები, საქორწინო ლიცენზიები, განქორწინების განაჩენები, განათლების ატესტატები, მართვის მოწმობები და ა.შ, თუნდაც რომ ეს დოკუმენტები ნოტარიულად იყოს დამოწმებული აშშ-ში. ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული უცხოური საჯარო დოკუმენტების ლეგალიზაციის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის ან შტატის სასამართლოს მოხელის "აპოსტილი" ადასტურებს აშშ დოკუმენტების ნამდვილობას. ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მოვიპოვოთ ჰააგის ‘აპოსტილი' აშშ-ში გაცემულ საჯარო დოკუმენტაბზე შეგიძლიათ მოიპოვოთ თუ დააჭერთ აქ.