Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
ხმის მიცემა დაუსწრებლად
 

ავსებთ განცხადების ბლანკს (იხ. ქვემოთ) და უგზავნით მას ადგილობრივ აშშ არჩევნების ჩამტარებელ ოფიციალურ პირებს.

  • ადგილობრივი ოფიციალური პირი ამტკიცებს თქვენს მოთხოვნას, ან გიკავშირდებათ დამატებითი ინფორმაციისათვის
  • ადგილობრივი ოფიციალური პირი გიგზავნით "ქვეყანაში ფიზიკურად არ მყოფი მოქალაქისათვის" განკუთვნილ ბიულეტენს
  • თქვენ ავსებთ ბიულეტენს და უბრუნებთ მას დროზე (თქვენ შტატში დაწესებულ საბოლოო თარიღამდე) 

აშშ ოფიციალური მთავრობის ვებგვერდი უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მიერ დაუსწრებელ ხმის მიცემაზე, არის ხმის მიცემის საკითხებში დახმარების ფედერალური პროგრამის ვებგვერდი: http://www.fvap.gov/ აქ თქვენ ნახავთ ვრცელ მასალას დაუსწრებლად ხმის მიცემასთან დაკავშირებით; მათ შორის დაუსწრებლად ხმის მიცემის ბლანკებს, რომელთა ჩამოტვირთვაც ინტერნეტით შეიძლება, კონკრეტულ შტატებთან მიმართებაში ბლანკების შესავსებად საჭირო ინსტრუქციებს, ლინკებს ადგილობრივ და შტატების ოფიციალურ პირებთან და ინტერნეტით ჩამოტვირთვად სათადარიგო ბიულეტენებს.
საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფები ეხმარებიიან ხალხს ხმის მიცემაში. ჩვენ გირჩევთ მიმართოთ საზღვარგარეთ დემოკრატებს, რესპუბლიკელებს ან სხვა ამერიკელი მოქალაქეებიის ჯგუფებსა თუ ორგანიზაციიებს, რათა დაგეხმარონ არჩევნებში დარეგისტრირებაში და "ქვეყანაში ფიზიკურად არ მყოფი მოქალაქეებისათვის" განკუთვნილი ბიულეტენების მიღებაში..

რათა დარეგისტრირდეთ და მოითხოვოთ "ქვეყანაში ფიზიკურად არ მყოფი მოქალაქეებისათვის" განკუთვნილი ბიულეტენი, ჩამოტვირთეთ Fედერალ Pოსტ ჩარდ Aპპლიცატიონ  შემდეგი საიტიდან: http://www.fvap.gov. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ამ ბლანკის მიღება საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეების ჯგუფებისგან ან ამერიკის საელჩო/საკონსულოდან. შეავსეთ და გააგზავნეთ, დაიცავით თქვენი შტატისათვის განკუთვნილი დირექტივები.
ყოველ შტატში არსებობს ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები. ინფორმაცია თქვენს შტატში არსებულ პროცედურებზე შეგიძლიათ იხილოთ:http://www.fvap.gov.

ხანდახან შტატებს ცვლილებები შეაქვთ ბოლო წუთს. შეიძლება გვიანი შესწორებები იქნას შეტანილი თქვენი შტატის საარჩევნო კალენდარში, პროცედურებსა და საბოლოო ვადებში. როცა ეს ხდება ხმის მიცემის საკითხებში ფედერალური დახმარების პროგრამა (FVAP) აქვეყნებს პრეს რელისს. მისი ნახვა შეგიძლიათ: http://www.fvap.gov/global/news/index.html

იყავით გათვითცნობიერებელი ამომრჩეველი. Aარაპარტიული ინფორმაცია კანდიდატებზე, მათ მიერ მიღებული ხმების მონაცემებზე და მათ პოზიციებზე სხვადასვხა საკითხებზე, ხელმისაწვდომი და იოლად მოსაძებნია ინტერნეტში. გამოიყენეთ ხმის მიცემის საკითხებში ფედერალური დახმარების პროგრამაში არსებული ლინკები ვებ-გვერდზე:http://www.fvap.gov ან ისარგებლეთ სხვა საიტებით საჭირო სტატიების და ინფორმაციის მოსაძებნად.

ხელმისაწვდომია სათადარიგო ბიულეტენი. თუ ბიულეტენის მიღების საბოლოო ვადა ახლოვდება და თქვენ არ მიგიღიათ სუფთა ბიულეტენი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სათადარიგო ბიულეტენი, შეიტანოთ მასში კანდიდატების სახელები და ის სამსახურები, რომლებისთვისაც ისინი კენჭს იყრიან და გააგზავნოთ დროზე, რათა დააკმაყოფილოთ თქვენ შტატში ბიულეტენის ჩაბარების საბოლოო ვადებზე მოთხოვნა. სათადარიგო ბიულეტენი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:http://www.fvap.gov.
ხმის მიცემის საკითხებში დამხმარე ოფიცერი: აშშ საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, მზადაა პასუხი გაგცეთ დაუსწრებლად ხმის მიცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე. ხმის მიცემის საკითხებში დამხმარე ოფიცერთან დასაკავშირებლად გააგზავნეთ E-Mail askconsultbilisi@state.gov ერთხელ გთხოვთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოთ.