Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
არასაიმიგრაციო ვიზები
 
ფოტო: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

თავისუფლების ქანდაკება

აშშ-ს სავიზო განაცხადის შეტანის ახალი პროცედურები

2012 წლის 30 აგვისტოდან აშშ-ს საელჩომ დანერგა სავიზო განაცხადის შეტანის ახალი პროცედურები. ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურეობის ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც უფრო ნაკლებ ხარჯიანს ხდის მას. მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით (ამჟამინდელი მოსაკრებელი ვიზის კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული) ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს შემდეგ მომსახურეობას ვთავაზობთ:
 
• ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ბენისმიერ ფილიალში;
• სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლ-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებ-გვერდის საშუალებით;
• ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება;
• ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება;
• გასაუბრების შემდგომ, ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა.

სავიზო განაცხადის შეტანის საფეხურები:
საფეხური 1: გადაიღეთ სავიზო ფოტოსურათი

საფეხური 2: შეავსეთ სავიზო განაცხადის ფორმა ელექტრონულად შემდეგ ვებ-გვერდზე: http://ceac.state.gov/genniv/. ამობეჭდეთ სავიზო განაცხადის შევსების დამადასტურებელი გვერდი

საფეხური 3: გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკში მისვლისას, თან იქონიეთ პასპორტი, სავიზო განაცხადის შევსების დამადასტურებელი ამობეჭდილი გვერდი, აგრეთვე ამობეჭდილი ბარათი, რომელზეც სავიზო მოსაკრებლის ოდენობაა მითითებული

საფეხური 4: დანიშნეთ სავიზო გასაუბრება
ელექტრონულად
ან ქოლ-ცენტრის საშუალებით -
ადგილობრივი ტელეფონიდან: +995 32 2471 160
აშშ-დან:
703-988-7103
ელ.ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

გასაუბრების დანიშვნის დროს გთხოვთ სწორად აირჩიოთ კატეგორია “რეზიდენტი” ან “არა-რეზიდენტი”. აღნიშნული იდენტიფიკატორის არასწორად მითითება გამოიწვევს  თქვენი არასაიმიგრაციო სავიზო გასაუბრების გაუქმებას და თქვენ არ დაიშვებით საელჩოში

რეზიდენტი: საქართველოს მოქალაქის პასპორტის და საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვის ყველა მფლობელი.

არა-რეზიდენტი: თქვენ არ ფლობთ 1) საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან 2) საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვას.

თქვენ მოგიწევთ  გასაუბრების ხელახლა დანიშვნა და არ დაექვემდებარებით თქვენი საქმის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც თქვენ არ მისდიეთ შესაბამის ინსტრუქციას.

გასაუბრების დაბიშვნის შემდგომ გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელიც გამოიყენეთ გასაუბრების დანიშვნის დროს. ახალი შეტყობინებები გამოიგზავნება აღნიშნულ ელ-ფოსტაზე.

საფეხური 5: დანიშნულ დღეს მობრძანდით გასაუბრებაზე. დარწმუნდით, რომ მომზადებული მობრძანდებით სავიზო გასაუბრებაზე და თან გაქვთ იმ ვიზის კატეგორიისთვის მოთხოვნილილ საბუთები, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

საფეხური 6: პასპორტის აღება შეგეძლებათ TNT-ის ოფისის იმ მისამართზე, რომელიც მიუთითეთ გასაუბრების დანიშვნის პროცესში

გასაუბრების დღის დანიშვნა - ზოგადი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს
მოემზადეთ სავიზო გასაუბრებისთვის - გასაუბრებაზე წარსადგენი დამატებითი საბუთების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად გაეცანით მენიუში მოწოდებულ ინსტრუქციებს

არასრულწლოვანთან ერთად გამგზავრების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირადად ვიზის განმცხადებელია პასუხისმგებელი ანკეტაში მოწოდებულ ნებისმერ ინფორმაციის სისწორეზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეავსებს მის მაგივრად სავიზო ანკეტას. 
 

გთხოვთ არ შეისყოდოთ ბილეთები სანამ არ მიიღებთ აშშ-ს ვიზას და სანამ არ დაგიბრუნდებათ თქვენი პასპორტი ვიზით. ბილეთების წინასწარი შესყიდვა არ წარმოადგენს გასაუბრების შეჩქარებული წესით დანიშვნის მიზეზს.

მისამართი

  • ჯორჯ ბალანჩინის #11
    0131 თბილისი, საქართველო

საყურადღებო ინფორმაცია

  • გთხოვთ არ შეისყოდოთ ბილეთები სანამ არ მიიღებთ აშშ-ს ვიზას და სანამ არ დაგიბრუნდებათ თქვენი პასპორტი ვიზით

Adobe Reader

  • Adobe Acrobat Reader ამ გვერდზე ყველა ჩამოსატვირთი დოკუმენტები მოცემულია PDF ფორმატში. PDFს  ანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Adobe Acrobat Reader