Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
კითხვა - პასუხი
 

აშშ-ს დატოვებისას არ ჩამიბარებია I-94 ბარათი. რა მოვიმოქმედო?

გთხოვთ ეწვიოთ აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურის საბაჟო და საზღვრის დაცვის განყოფილების ვებ-გვერდს იმ შემთხვევაში თუ არ ჩაგიბარებიათ I-94  აშშ-ს დატოვების დამადასტურებული ბარათი.

მე არ ვაკმაყოფილებ ვიზის მიღების პირობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოვადგინე რაიმე საჭირო საბუთი?

ვიზის მიღების შესახებ განცხადებასთან ერთად განმცხადებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ ისეთ საბუთებს, როგორიცაა ცნობები სამუშაო ადგილიდან, მოწვევები, უძრავი ქონების მფლობელობის დამამტკიცებელი საბუთები და სხვ. შეუძლებელია საქართველოსთან თქვენი კავშირების დამასაბუთებელი დოკუმენტების ზოგადი სიის დადგენა, რადგანაც ყველა კონკრეტული სიტუაცია სხვადასხვაგვარია.

საკონსულო განყოფილება ვიზებს გასცემს არა მხოლოდ და მხოლოდ საბუთების საფუძველზე, არამედ სხვადასხვა ფაქტორების აწონ-დაწონვის შედეგად. ვიზის გაცემა მხოლოდ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე რომ ხდებოდეს, საკონსულო განყოფილება თქვენ ამ საბუთების წარმოდგენის კიდევ ერთ საშუალებას მოგცემდათ. თქვენ უარი გეთქვათ არა იმიტომ, რომ რაიმე საბუთი გაკლდათ, არამედ იმის საფუძველზე, რომ თქვენ ვერ დაამტკიცეთ თქვენი კავშირი საქართველოსთან.

მაგრამ მე ხომ ყველა საბუთი წარვადგინე საკონსულო განყოფილებაში...

მიუხედავად იმისა, რომ საბუთები დიდ დახმარებას გიწევენ თქვენი მგზავრობის მიზნის ახსნაში და პოტენციური იმიგრანტის პრეზუმპციის გაბათილებაში, ისინი ვიზის მიღების გარანტიას არ წარმოადგენენ. საკონსულოს თანამშრომელმა განიხილა თქვენთან გასაუბრების შედეგები და თქვენი საბუთები საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის კონტექსტში. თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ ვერ შეძლებთ დაასაბუთოდ თქვენი მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, სანამ არ შეიცვლება თქვენი პირადი, პროფესიული და ფინანსური მდგომარეობა.

მე არ ვაკმაყოფილებ ვიზის მიღების პირობებს იმიტომ, რომ ის პიროვნება, რომლის სანახავადაც მე აშშ-ი მივდივარ, იქ უკანონოდაა დარჩენილი?

არა. მიუხედავად იმისა, რომ საიმიგრაციო საქმეში ოჯახის წევრების ფაქტორი ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელსაც საკონსულო განყოფილება ვიზების გაცემის დროს იხილავს, თქვენი კონკრეტული საქმე შეფასდა თქვენი პირადი მდგომარეობის საფუძველზე და არა იმ პიროვნების მდგომარეობის საფუძველზე, რომლის სანახავადაც თქვენ მიემგზავრებით აშშ-ში.

რატომ გაგრძელდა გასაუბრება ასე მოკლე ხანს? მე ვთვლი, რომ საკონსულოს თანამშრომელმა საკმარისი დრო არ დაუთმო ჩემს საქმეს.

რადგანაც ყველა განმცხადებლის საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ გასაუბრებისათვის გამოყოფილი დროც შეიძლება აბსოლუტურად სხვადასხვა იყოს. საკონსულოს თანამშრომელმა, რომელმაც გასაუბრება ჩაატარა, დასვა სპეციალურად მომზადებული შეკითხვები საქართველოსთან თქვენი კავშირების სწრაფი გამოვლენისათვის. საკონსულოს ოფიცრებს (თანამშრომლებს) აქვთ გავლილი სპეციალური მომზადება აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, გათვითცნობიერებულნი არიან ადგილობრივი მდგომარეობის შესახებ და აქვთ ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა სავიზო განცხადებების სწრაფი შეფასებისათვის.

შემიძლია დავიბრუნო ჩემს მიერ გადახდილი თანხა, იმ მიზეზით, რომ ვიზა არ გაიცა?

სავიზო მოსაკრებელი, რომელიც თქვენ გადაიხადეთ, არის თანხა, რომელიც უკან არ ბრუნდება და რომელიც ხმარდება სავიზო განცხადების შესწავლას, მიუხედავად იმისა გაიცა ვიზა თუ არა.

ჩემი მგზავრობის ხარჯებს ჩემი სპონსორი გაიღებს, რომელსაც სურს აგრეთვე ჩემი დაბრუნების პირობა განგიცხადოთ...

მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლებს ხშირად ჰყავთ სპონსორები, რომლებიც სთავაზობენ მათ მგზავრობის, საცხოვრებელი და კვების ხარჯების დაფარვას, თვითონ განმცხადებელმა უნდა შემოიტანოს განცხადება და არა მისმა სპონსორმა. საკონსულოს ოფიცერმა, რომელმაც ჩაატარა გასაუბრება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დეტალურად შეისწავლა თქვენი სპონსორის მზადყოფნა დააფინანსოს თქვენი მოგზაურობა. შეიძლება სპონსორს ჰქონდეს სურვილი დადგეს განმცხადებლის დაბრუნების გარანტად, მაგრამ მას არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება აიძულოს განმცხადებელი დაბრუნდეს საქართველოში. განმცხადებლებმა უნდა შემოიტანონ განცხადება ვიზის მისაღებად თავიანთი საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე და არა სპონსორის გარანტიების საფუძველზე.

როდის შემიძლია ხელმეორედ შემოვიტანო განცხადება?

განცხადების ხელმეორედ შემოტანა ნებისმიერ დროს შეიძლება. მაგრამ, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, რომ ხელმეორედ მაშინ შემოიტანოთ განცხადება, როდესაც შეგეძლებათ წარმოადგინოთ საქართველოში თქვენი პირადი მდგომარეობის დამამტკიცებელი ახალი საფუძვლიანი მასალა; ან თუ თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა - მაგ. სამუშაო ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლა.

იმისათვის, რომ ხელმეორედ შემოიტანოთ განცხადება ვიზის მისაღებად, თქვენ თავიდან უნდა გაიმეოროთ მთელი პროცედურა: დანიშნოთ გასაუბრების დრო, შეავსოთ განცხადების ფორმა, გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი. გასაუბრების დროს უნდა წარმოადგინოთ დამამტკიცებელი მასალა, რომელიც დაასაბუთებს იმ ფაქტს, რომ თქვენ არ ჩაებმებით იმ საქმიანობაში, რომელიც ნებადართული არ არის სასტუმრო ვიზის ფარგლებში და რომ თქვენ საქართველოში დაბრუნდებით.