მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამა
კონსულის მიმართვა - 2014 წლის მწვანე ბარათის გათამაშება
მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა
საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით.
მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 55 000 ვიზა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.
სარეგისტრაციო პერიოდი
2014 წლის მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია.
გაფრთხილება:
მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებული თაღლითობა
ერთადერთი ოფიციალური საშუალება მონაწილეობის მისაღებად მწვანე ბარათის გათამაშებაში არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალურად გამოცხადებულ ვადებში.
გათამაშებაში შერჩეული პირისთვის შეტყობინება არ იგზავნება წერილობით ან ელექტრონული ფოსტით. გათამაშების შედეგის გაგება შესაძლებელი იქნება 2013 წლის 1 მაისიდან ვებგვერდზე: http://www.dvlottery.state.gov/
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მიიღებთ წერილობით ან ელექტრონულ გზავნილს მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვების შესახებ, ეს იქნება არალეგიტიმური. ინფორმაციის მიღება ხდება მხოლოდ სტატუსის შემოწმების შემდეგ და შემდგომი ინსტრუქციებისთვის კენტუკის საკონსულო ცენტრიდან. კენტუკის საკონსულო ცენტრი არასდროს მოითხოვს არანაირი საფასურის გადახდას არანაირი ფორმით.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ შეამოწმოთ თქვენი საიმიგრაციო სავიზო გასაუბრების თარიღი და დრო შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: http://www.dvlottery.state.gov/
კენტუკის საკონსულო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: kccdv@state.gov
ტელ: (606) 526-7500
ფაქსი: (606) 526-7501
შეკითხვებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს
ვებსაიტი: http://www.ustraveldocs.com/ge/
ელ.ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com
ადგილობრივი ტელეფონიდან: +995 32 2471 160
აშშ-დან: 703-988-7103
ინფორმაცია
-
მწვანე ბარათის გათამაშებაში წარმატების მისაღწევად
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპანია ან თარჯიმანთა ბიურო ანკეტის შესავსებად და არასდროს გადასცეთ ან გაუზიაროთ თქვენი ლატარიაში მონაწილეობის ნომერი სხვას;· ელექტრონული მწვანე გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა;· სავიზო გადასახადის გადახდა ხდება მხოლოდ სავიზო გასაუბრების დღეს ამერიკის საელჩოს მოლარესთან.
Adobe Reader
- ამ გვერდზე ყველა ჩამოსატვირთი დოკუმენტები მოცემულია PDF ფორმატში. PDFს ანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Adobe Acrobat Reader.