საქმრო/საცოლის ვიზა
K-1 საქმრო/საცოლის ვიზა (E) ვიზა
ზოგადი პროცედურები K-1 ვიზის მისაღებად:
- აშშ-ს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელი საქმრო/საცოლისთვის შეტანილი I-129 ფორმა დამტკიცებულ უნდა იქნას აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს (BCIS) ერთ-ერთი ოფისის მიერ. პეტიცია შეტანილი უნდა იქნას ბიუროს რეგიონალურ ოფისში პეტიციის შემომტანის ადგილობრივი საცხოვრებლის მიხედვით.
- I-129F პეტიცია არ შეიძლება შეტანილი და დამტკიცებული იქნას საზღვარგარეთის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს წარმომადგენლობის ან აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების მიერ.
- I-129F პეტიციის შემტანი აუცილებელია იყოს აშშ-ს მოქალაქე.
- პეტიციის შევსების და საბუთების შეგროვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს ვებ-საიტს. ფორმა I-129F შეგიძლიათ მოიპოვოთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურების ბიუროს (BCIS) რეგიონალურ სერვის ცენტრში ან პეტიციონერის საცხოვრებლის ახლომდებარე ოფისში აშშ-ში.
- დამტკიცებული პეტიცია გადაგზავნილი იქნება შესაბამის აშშ-ს საელჩოში და პეტიციონერი მიიღებს შეტყობინებას პეტიციის დამტკიცების შესახებ
- ვიზის მსურველს გაეგზავნება მოსაწვევი და ინსტრუქცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელექტრონული ფოსტის არქონის შემთხვევაში წერილის მიღება ვიზის მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეეძლება ბაქოში მოქმედ აშშ-ს საკონსულოში. საქართველოს მოქალაქე ვიზის მსურველმა მოსაწვევის მისაღებად უნდა მიმართოს ჩვენს საკონსულო განყოფილებას).
- გასაუბრების დღის დასანიშნად, მოსაკრებლის გადასახდელად და დოკუმენტთა მიწოდების მისამართის დასარეგისტრირებლად, გთხოვთ ეწვიოთ ვებსაიტს: http://www.ustraveldocs.com
- გასაუბრების დღეს ვიზის დამტკიცების შემთხვევაში ვიზის გაცემა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ს მოქალაქე თავისი საქმროს/საცოლის გასაუბრებაზე არ დაიშვება.
- საქმის ხელახალი განხილვა (221-g დროებითი უარი).
ვიზის განაცხადზე უარი 221-g ნიშნავს, რომ განმცხადებელს მოთხოვეს დამატებითი საბუთების წარდგენა. მოთხოვნილი ინფორმაციის/საბუთების შეგროვებისთანავე, მათ ჩასაბარებლად გთხოვთ ეწვიოთ: http://www.ustraveldocs.com
K-2 ვიზები უცხოელი საქმრო/საცოლის შვილებისთვის:
ყველა K-1 უცხოელის ბავშვის მონაცემები (21 წელზე ქვევით და დაუქორწინებელი) დართული უნდა იყოს უცხოელი საქმრო/საცოლის I-129F პეტიციაში. ბავშვები უნდა დაესწრონ სავიზო გასაუბრებას. K-1 ვიზის მიმღების შვილს შეუძლია განაცხადი შეიტანოს მას შემდეგაც, რაც მშობელი დაქორწინდება ამერიკელ მოქალაქეზე და მიიღებს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს აშშ-ში.