Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
საიმიგრაციო ვიზები / მწვანე ბარათის გათამაშება

საიმიგრაციო ვიზების ქვეგანყოფილება მოგესალმებით აშშ-ს მოქალაქეებს და საიმიგრაციო ვიზის მსურველებს!

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დროშა და თავისუფლების ქანდაკება

მნიშვნელოვანი ცვლილებები I-130 პეტიციის შეტანის თაობაზე 

2011 წლის 15 აგვისტოდან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, აღარ ექნებათ საშუალება შეიტანონ განაცხადი I-130 პეტიციაზე აშშ საელჩოს საკონსულოებში, გარდა იმ გამონაკლისისა როდესაც აშშ-ს საელჩოს ან საკონსულოს ტერიტორიაზე არსებობს  აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS). 2011 წლის 15 აგვისტოდან აშშ-ს მოქალაქე ვალდებულია I-130 პეტიციაზე განაცხადი შეიტანოს აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროში (USCIS) ჩიგაკოში. ასევე შეიძლება დაიშვას გამონაკლისი I-130 პეტიციის შეტანაზე იმ აშშ საელჩოს ან საკონსულოს ტერიტორიაზე სადაც არ არსებობს  აშშ-ს მოქალაქეების და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS). ცვლილებები არ ვრცელდება იმ I-130 პეტიციებზე, რომელებზეც განაცხადი შეტანილი იყო 2011 წლის 15 აგვისტომდე, განაცხადზე ინსტრუქციები 2011 წლის 15 აგვისტოდან:

  • თუ განმცხადებელი ცხოვრობს ქვეყანაში სადაც არსებობს აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS), მას შეუძლია გააკეთოს განაცხადი I-130 ფორმაზე პირდაპირ (USCIS) ბიუროში ან (USCIS) ჩიკაგოს ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე.
  • თუ განმცხადებელი ცხოვრობს ქვეყანაში სადაც არ არსებობს აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS), განაცხადი I-130 ფორმაზე  უნდა გაკეთდეს (USCIS) ჩიკაგოს ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, ან თუ განცხადებელმა მოითხოვა გამონაკლისი და მიიღო თანხმობა ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებზე:

USCIS ოფისის საფოსტო მისამართი ჩიკაგოში: USCIS P.O. Box 804625 Chicago, IL 60680-4107

 

USCIS ოფისის საფოსტო ექსპრეს და საკურიერო მისამართი ჩიკაგოში: USCIS Attn: I-130 131 South Dearborn-3rd Floor Chicago, IL 60603-5517P.O. Box 804625 Chicago, IL 60680-4107

I-130 პეტიციის განაცხადის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ USCIS ვებგვერდს: www.uscis.gov USCIS-ს ოფისს ტელეფონზე 1-800-375-5283.

განაცხადის შეტანა USCIS ოფისებში საზღვარგარეთ:
2011 წლის 15 აგვისტოდან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, სადაც არსებობს  აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS), განაცხადი I-130 პეტიციაზე შეუძლიათ შეიტანონ ჩიკაგოს ოფისში ან (USCIS) ოფისში. პეტიციის შეტანასთან დაკავშირებულ კითხვებზე, განმცხადებელი უნდა დაუკავშირდეს USCISოფისს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს: http://www.uscis.gov/
გამონაკლისის სახით განაცხადის შეტანა აშშ-ს საელჩოებსა და საკონსულოებში, სადაც არ არსებობს  აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS):
2011 წლის 15 აგვისტოდან განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს გამონაკლისის სახით I-130 პეტიციის შეტანა აშშ-ს საელჩოს საკონსულოში, სადაც არ არსებობს  აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS), მაგრამ დეტალურად უნდა დაასაბუთოს ამის მიზეზი და გარემოება. ყველა განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად. განაცხადის გაკეთების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ აშშ-ს საელჩოში საკონსულო განყოფილებას, რომელიც თქვენს მოთხოვნას გამონაკლისის დაშვებაზე გადაუგზავნის USCIS ოფისს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს:

საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი თბილისში

თბილისში მოქმედი აშშ-ს საელჩოს საიმიგრაციო ვიზების ქვეგანყოფილება აწარმოებს აშშ-ს მოქალაქეებთან გარკვეულ ნათესაურ კავშირში მყოფ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი ვიზების, ან შრომით საქმიანობაზე დამყარებული საიმიგრაციო ვიზების გაცემას. საიმიგრაციო სავიზო საქმეთა დამუშავება ხდება აშშ-ს მოქალაქეთა, ან პოტენციურ დამსაქმებელთა მიერ შეტანილი პეტიციების საფუძველზე, რომელთა დამტკიცება ხდება აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურის, მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს (DHS/USCIS) მიერ. მესამე ქვეყნის მოქალაქეების განაცხადები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივი ცხოვრების უფლების მიღების მსურველი პირი საქართველოს ან აზერბაიჯანის მოქალაქეა.

საიმიგრაციო ვიზისთვის პეტიციის შეტანის პროცედურები:

საიმიგრაციო ვიზისთვის პეტიციის შეტანის პროცედურების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ესტუმროთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://www.dhs.gov აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურის, მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს (DHS/USCIS) მიერ I-130 პეტიციის დამტკიცების შემდეგ საიმიგრაციო საქმე იგზავნება ნაციონალურ ვიზა ცენტრში (NVC) პორტსმუთში, ნიუ ჰემპშირში საბუთების შეგროვების და სავიზო გასაუბრების თარიღის დანიშვნის მიზნით. ამ პროცედურის დასრულებისთანავე საიმიგრაციო საქმის გადმოგზავნა ხდება საქართველოში, თბილისში მოქმედ აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში.

საიმიგრაციო სავიზო გასაუბრებები თბილისში საკონსულო განყოფილება ატარებს საიმიგრაციო სავიზო გასაუბრებებს კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით (ამერიკული და ქართული დღესასწაულების გარდა). ყველა სავიზო გასაუბრებისთვის თარიღის დანიშვნა ხდება ნაციონალური ვიზა ცენტრის მიერ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს პასპორტის თაობაზე

ზოგადი საფეხურები საიმიგრაციო სავიზო განაცხადის დასამუშავებლად:

  1. პეტიციის შეტანა ხდება აშშ-ს მოქალაქეთა ან პოტენციურ დამსაქმებელთა მიერ აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურში (DHS), აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროში (USCIS).
  2. პეტიციის დამტკიცების შემდეგ საიმიგრაციო საქმე იგზავნება ნაციონალურ ვიზა ცენტრში (NVC) პორტსმუთში, ნიუ ჰემპშირში საბუთების შეგროვების და სავიზო გასაუბრების თარიღის დანიშვნის მიზნით. ამ პროცედურის დასრულებისთანავე საიმიგრაციო საქმის გადმოგზავნა ხდება საქართველოში, თბილისში მოქმედ აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში.
  3. ვიზის მსურველი მისთვის დანიშნულ დღესა და დროს უნდა გამოცხადდეს სავიზო გასაუბრებაზე. საიმიგრაციო ვიზის დამტკიცების შემთხვევაში ვიზის მიმღებს ვიზა გადაეცემა DHL-ის საფოსტო მომსახურეობის საშუალებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აზერბაიჯანის მოქალაქე ვიზის მისაღებად საკონსულოში უნდა გამოცხადდეს გასაუბრების მომდევნო სამუშაო დღეს.
  4. ხელახალი განხილვა (221(g) დროებითი უარი)
    221(g) დროებითი უარის მიღების შემთხვევაში ვიზის მსურველს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. საკონსულო ოფიცერი ვიზის მსურველს გადასცემს წერილობით ინსტრუქციებს, რომელშიც მოცემულია წარმოსადგენი ინფორმაციის ნუსხა.


    შეკითხვებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს
    ვებსაიტი: http://www.ustraveldocs.com/ge/
    ელ.ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com
    ადგილობრივი ტელეფონიდან: +995 32 2471 160
    აშშ-დან: 703-988-7103


    საიმიგრაციო ვიზის კატეგორიები:

განკუთვნილი უშუალო ნათესავებისთვის (რიგის მიხედვით კონტროლირებადი):

  • IR-1 აშშ-ს მოქალაქის მეუღლისთვის
  • IR-2 აშშ-ს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილისთვის
  • IH-3 აშშ-ს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ ნაშვილები ობოლი ბავშვისთვის
  • IH-4 აშშ-ს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ ობოლი ბავშვის საშვილებლად
  • IR-5 აშშ-ს მოქალაქის მშობლისთვის

შენიშვნა: ოჯახის თითოეული უშუალო წევრისთვის აუცილებელია ცალკეული პეტიციის შეტანა. რიგის მიხედვით არაკონტროლირებადი (ზოგიერთ შემთხვევაში ლოდინის პერიოდი გრძელდება რამოდენიმე წელიწადს):

  • F-1 აშშ-ს მოქალაქეთა დაუქორწინებელი ზრდასრული ვაჟიშვილებისა და ქალიშვილებისთვის
  • F-2 კანონიერ მუდმივ მაცხოვრებელთა მეუღლეთათვის, დაუქორწინებელი შვილებისთვის
  • F-3 აშშ-ს მოქალაქეთა დაქორწინებული ვაჟიშვილების და ქალიშვილებისთვის
  • F-4 აშშ-ს მოქალაქეთა ძმების და დებისთვის
  • შრომით საქმიანობაზე დამყარებული საიმიგრაციო ვიზის მიმღებთათვის კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ აშშ-ში შეტანილი და დამტკიცებული პეტიციის საფუძველზე
  • მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულთათვის.