Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
კონფიდენციალურობა
 

ჩვენ არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე შემოდიხართ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავად გვაწვდით ამ ინფორმაციას. პირადი ინფორმაციის მოწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა მოწოდების შემთხევვაში, თქვენ იძლებვით იმის უფლებას, რომ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნას მითითებული მიზნისთვის. გარკვეული ინფორმაციის არ მოწოდების შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენთვის შეუძლებელი გახდეს თქვენთვის სასურველი სერვისის მოწოდება. თუ არიჩევთ მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია დეპარტამენტის ვებ-გვერდის საშუალებით, ან ვერ-ფორმის ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის დროს, ჩვენ გამოვიყენებთ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენი თხოვნისა და სერვისის შესრულების მიზნით. ინფორმაცია რომელსაც ვიღებთ, დამოკიდებული თქვენს მიერ შესრულებულ მოქმედებაზე ჩვენს ვებ-გვერდზე.

ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ დომენის სახელს, რომლიდანც თქვენ ისარგებლეთ ინტერნეტით (com, edu, etc.); თარიღი და დრო, როცა ისარგებლეთ ჩჰვენი ვერ-გვერდით; და გვარდის მისამართი (როგორიცაა საძიებო გვერდი) საიდანაც მოძებნეთ ჩვენი ვებ-გვერდი. მოგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ ვებ-გვერდის ვიზიტორთა დასათვლელად, და მათთვის ჩვენი ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად.

თუ გვიგზავნით ელექტრონულ ფოსტას

თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ პირადი ინფორმაცია, როგორც ელექტრონულ ფოსტაში შეკითხვის ან კომენტარის სახით. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი სერვისის გაუმჯობესიებისთვის ან თქვენი თხოვნის შესასრულებლად. ზოგჟერ ჩჰვენ ვუგზავნით თქვენს ელეტრობულ მისამართს ამერიკის სამთვარობო სააგენტოებს, რომლებიც უკეთ დაგეხმარებიან. ავტორიზებული სამართალდამცავი გამოძიებების გარდა, ჩვენს ელ-ფოსტას სხვა ორგანიზაციებს არ ვუზიარებთ. 

სხვა ვებ-გვერდები და აპლიკაციები

ჩვენ დაკავშირებული ვართ სოციალურ ქსელებსა და სხვა სახის ვებ-გვერდებთან. ჩვენ სოციალური ქსელის ვებ-გვერდებს, საგარეო აუდიენციასთან ურთიერთობისთვის და მსოფლიო სახალხო დიპლომატიაში ჩასართავად ვიყენებთ. სოციალური ქსელების ვებ-გვერდებს საელჩოს ღონისძიებების გამოსაქვეყნებლად და საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის ვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენ ვებ გაზომვისა და კონფიგურაციის ტექნოლოგიებს ვიყენებთ მნახველების რაოდენობის გასაგებად და ჩვენი ვებ-გვერდის სარგებლობის გაზრდისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის დარეგისტრირების მიზნით, მესამე მხარის აპლიკაციებმა შეიძლება მოგთხოვონ ელ-ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი, პაროლე და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩვენ არ ვიყენებთ მესამე მხარის ვებ-გვერდებს, პირადი ინფორმაციის მოთხოვნის ან მოპოვების მიზნით. ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ მესამე მხარის ვებ-გვერდის მიერ შეგროვილ პირად ინფორმაციებს. არცერთი პირადი ინფორმაცია არ იქნება გახსნილი, გაყიდული ან გადაცემული სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშე პირებზე, სამართალდამცავი მიზნებისთვის მოთხოვნისა ან ბრძანებულების გარდა.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ონლაინ გამოკითხვები და შევაგროვოთ აზრები და შენიშვნები შემთხვევითი სტუმრებისგან. პირველ რიგში, სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად იყენებს ამერიკული სამომხმარებლო კმაყოფილების ინდექსის (ACSI) ონლაინ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც მოვიპოვებთ შენიშვნებს და მონაცემებს სტუმრის ვებ-გვერდით კმაყოფილებაზე. ეს გამოკითხვა არ აგროვებს პირად ინფორმაციას. გამოკითხვის თხოვნა შემთხვევითი წესით ჩნდება გარკვეული სტუმრის ეკრანზე, მაგრამ მისი შევსება არასავალდებულოა, ამასთანავე ყველა საელჩოს ვებ-გვერდს არ აქვს ეს გამოკითხვა. თუ თქვენ უარს იტყვით გამოკითხვაზე, თქვენთვის, გამოკითხვის შემვსები სტუმრის ანალოგიური ინფორმაცია და რესურსები იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის პასუხები მხოლოდ ვებ-მენეჯერებისთვის და სხვა დანიშნული პერსონალისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ეს ინფორმაცია თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის სჭირდებათ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მოკლევადიანი გამოკითხვები გარკვეული მიზნებისთვის, რომელიც მათი გამოქვეყნებისას გახდება ცნობილი.  

კონფიგურაციის და თვალყურის დევნების მიზნით შეგროვილი ინფორმაცია (cookie)

“cookie” არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებ-გვერდი თქვენს კომპიუტერში გზავნის, რათა შეინახოს თქვენი ვიზიტის შედეგად დატოვებული სპეციფიური ინფორმაცია. თქვენი კომპიუტერი ამ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვებ-გვერდს მიაწვდის, რომლიდანაც მოხდა გადმოგზავნა, არცერთ სხვა ვებ-გვერდს არ შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოთხოვნის გადმოგზავნა. არსებობს ორი სახის “cookie”:

  • სესია: სესიის “cookie” გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც თქვენი ვებ-ბრაუზერი არის გახსნილი. როდესაც თქვენ დახურავთ ბრაუზერს, “cookie” წაიშლება. ვებ-გვერდებმა შეიძლება გამოიყენონ სესიის “cookie” ტექნიკური მიზნებისთვის, მაგალითად საიტზე უკეთესი ნავიგაციისთვის ან თქვენი შეხედულების მიხედვით ვებ-გვერდის კონფიგურაციისთვის.
  • მუდმივი: მუდმივი “cookie” ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, რათა გასაგები იყოს თუ რომელი მომხმარებელია ახალი საიტზე ან რომელი დაბრუნდა, ეს გამოკითხვის ხელახალი მოთხოვნის თავიდან აცილების მიზნით ხდება.

თუ თქვენ არ გსურთ, რომ სესიის ან მუდმივი “cookie” შენახული იყოს თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ გათიშოთ “cookie” თქვენს ბრაუზერში. თქვენთვის მაინც ხელმისაწვდომი იქნება ყევლა ინფორმაცია და რესურსი ჩვენს ვებ-გვერძე. მიუხედავად ამისა, “cookie”-ს გამორთვამ შეიძლება სხვა ვებ-გვერდების ფუნქციონირებაზე იმოქმედოს. იცოდეთ, რომ “cookie”-ს გამორთვა თქვენს ბრაუზერში იმოქმედებს ყველა ვებ-გვერძე, რომელსაც თქვენ მოინახულებთ.  

კავშირები სხვა ვებ-გვერდებთან

ჩვენს ვებ-გვერდს აქვს კავშირები სხვა აშშ-ს სააგენტოებთან, საელჩოებთან, მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და კერძო ორგანიზაციებთან აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. როდესაც თქვენ მიყვებით ლინკს სხვა საიტზე, თქვენ ტოვებთ ჩვენს გვერდს და თქვენზე ახალი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის წესები მოქმედებს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ზუსტი და სრული ინფორმაციის მოსაწოდებლად. მაგრამ, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ შეცდომები არ მოხდება. ამ ვებ-გვერძე არსებულ დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით, არც საელჩო და არც მის თანამშრომლები ან კონტრაქტორები არ იძლევიან გარანტიას, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, მათ შორის კომერციული ღირებულების თუ ვარგისიანობის გარანტიას კონკრეტული მიზნებისთვის ვებ-გვერძე არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ამასთანავე, საელჩოს არ ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა ინფორმაციის, პროდუქტის, თუ პროცესის სიზუსტეზე, სისრულეზე თუ სარგებლობაზე, რომელიც განთავსებულია აქ. ასევე არ გამორიცხავს, რომ ასეთი ინფორმაციის გამოყენებამ შესაძლოა კერძო უფლებების დარღვევა გამოიწვიოს.

ვებ-გვერდის უსაფრთხოების მიზნით და ამ სერვისის ყველა მომხმარებლის ხელმისაწვდომობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აკონტროლებს ქსელის მოზრაობას, რათა იდენტიფიცირება გაუკეთოს ინფორმაციის ატვირთვის, შეცვლის ან სხვა სახის დაზიანებების გამომწვევ არააუტორიზებულ მცდელობებს. ამ სერვისზე ინფორმაციის ატვირთვის ან შეცვლის არააუტორიზებული მცდელობები სასტიკად აკრძალულია და ისჯება კომპიუტერული თაღლითობის და ბოროტად გამოყენების 1986 წლის აქტით. ინფორმაცია შეიძლება გამოიყენებული იყოს ავტორიზებული სამართალდამცავი გამოძიებისას. ზემოთ აღნიშნული მიზნების გარდა, ინდივიდუალური მომხმარებლის გამოაშკარავებისთვის სხვა სახის მცდელობებს ადგილი არ აქვს. ამ ვებ-გვერძე ინფორმაციის ატვირთვის და/ან შეცვლის მცდე;პნენო სასტიკად აკრძალულია და ისჯება კომპიუტერული თაღლითობის და ბოროტად გამოყენების 1986 წლის აქტით და თავი 18 U.S.C. ქვეთავი.1001 და 1030.