Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
საქმრო/საცოლის ვიზა

K-1 საქმრო/საცოლის ვიზა (E) ვიზა

ზოგადი პროცედურები K-1 ვიზის მისაღებად:

  1. აშშ-ს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელი საქმრო/საცოლისთვის შეტანილი I-129 ფორმა დამტკიცებულ უნდა იქნას აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს (BCIS) ერთ-ერთი ოფისის მიერ. პეტიცია შეტანილი უნდა იქნას ბიუროს რეგიონალურ ოფისში პეტიციის შემომტანის ადგილობრივი საცხოვრებლის მიხედვით.
    • I-129F პეტიცია არ შეიძლება შეტანილი და დამტკიცებული იქნას საზღვარგარეთის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს წარმომადგენლობის ან აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების მიერ.
    • I-129F პეტიციის შემტანი აუცილებელია იყოს აშშ-ს მოქალაქე.
    • პეტიციის შევსების და საბუთების შეგროვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს ვებ-საიტს. ფორმა I-129F შეგიძლიათ მოიპოვოთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურების ბიუროს (BCIS)  რეგიონალურ სერვის ცენტრში ან პეტიციონერის საცხოვრებლის ახლომდებარე ოფისში აშშ-ში.
  2. დამტკიცებული პეტიცია გადაგზავნილი იქნება შესაბამის აშშ-ს საელჩოში და პეტიციონერი მიიღებს შეტყობინებას პეტიციის დამტკიცების შესახებ
  3. ვიზის მსურველს გაეგზავნება მოსაწვევი და ინსტრუქცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელექტრონული ფოსტის არქონის შემთხვევაში წერილის მიღება ვიზის მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეეძლება ბაქოში მოქმედ აშშ-ს საკონსულოში. საქართველოს მოქალაქე ვიზის მსურველმა მოსაწვევის მისაღებად უნდა მიმართოს ჩვენს საკონსულო განყოფილებას).
  4. გასაუბრების დღის დასანიშნად, მოსაკრებლის გადასახდელად და დოკუმენტთა მიწოდების მისამართის დასარეგისტრირებლად, გთხოვთ ეწვიოთ ვებსაიტს: http://www.ustraveldocs.com
  5. გასაუბრების დღეს ვიზის დამტკიცების შემთხვევაში ვიზის გაცემა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ს მოქალაქე თავისი საქმროს/საცოლის გასაუბრებაზე არ დაიშვება.
  6. საქმის ხელახალი განხილვა (221-g დროებითი უარი). 
    ვიზის განაცხადზე უარი 221-g ნიშნავს, რომ განმცხადებელს მოთხოვეს დამატებითი საბუთების წარდგენა. მოთხოვნილი ინფორმაციის/საბუთების შეგროვებისთანავე, მათ ჩასაბარებლად გთხოვთ ეწვიოთ: http://www.ustraveldocs.com

K-2 ვიზები უცხოელი საქმრო/საცოლის შვილებისთვის:

ყველა K-1 უცხოელის ბავშვის მონაცემები (21 წელზე ქვევით და დაუქორწინებელი) დართული უნდა იყოს უცხოელი საქმრო/საცოლის I-129F პეტიციაში. ბავშვები უნდა დაესწრონ სავიზო გასაუბრებას. K-1 ვიზის მიმღების შვილს შეუძლია განაცხადი შეიტანოს მას შემდეგაც, რაც მშობელი დაქორწინდება ამერიკელ მოქალაქეზე და მიიღებს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს აშშ-ში.