Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
მხარდაჭერა

აშშ-ის დახმარება ქართველ ხალხს: 1 მილიარდიანი დახმარების პირობა შესრულებულია

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხს

ერთი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის დაპირების განხორციელება
“ეს ფული დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას რომ გაუმკლავდეს საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანს და არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას” - სენატორი ჯოზეფ ბაიდენი, 2008 წლის აგვისტო
სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა - $48,600,000
აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა;
ხელისუფლების  უფრო მეტი გამჭვირვალეობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება;
პარლამენტის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
პოლიტიკური პარტიების დახმარება, რათა მათ უკეთესად წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩევლები და უფრო ეფექტურად შეძლონ არჩევნებში კონკურენციის გაწევა;
ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნა;
უფრო გამჭვირვალე მედიისა და ჟურნალისტთა ახალი თაობის დახმარება.
ინვესტიცია მოსახლეობაში/ჰუმანიტარული დახმარება - $440,433,000
საქართველოს მთავრობისათვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა საბიუჯეტო დახმარების სახით პენსიების გასაცემად, დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამინისტროების დასახმარებლად (თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკლებით);
შიდა ქართლის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფა საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო საშუალებებით. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერება და საავადმყოფოების განახლება;
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში განსაკუთრებით დაზიანებული საჯარო სკოლებისა და უპატრონო ბავშვთა სახლების  გარემონტება;
იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული თავშესაფრების განახლება და წინა კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
ეკონომიკური ზრდა - $467,890,000 
საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIჩ) ახალი საფინანსო პროექტების დაფინანსება და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდა სესხების გარანტიის გზით;
ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
მთავარი გზების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა პროექტების ხელშეწყობა;
საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო სავაჭრო პერსპექტივების ხელშეწყობა;
სამუშაოსათვის ათასობით ქართველის გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
მშვიდობა და უსაფრთხოება - $44,577,000
სახმელეთო ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების განაღმვა;
პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერება საქართველოს მოსახლეობის თავდაცვისა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფა;
საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცება;
ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი - $2,000,000
GMP (საქართველოს მონიტორინგის პროექტი) არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ორ-წლიანი პროგრამა (2010 ივნისი – 2012 მაისი) რათა მონიტორინგი გაუწიოს აშშ მთავრობის საგარეო დახმარებას საქართველოს მთავრობისათვის 1 მილიარდიანი დახმარების პირობის ფარგლებში. 
ანგარიშები:
- აშშ მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტურობის ანალიზი

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხსერთი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის დაპირების განხორციელება

“ეს ფული დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას რომ გაუმკლავდეს საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანს და არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას” - სენატორი ჯოზეფ ბაიდენი, 2008 წლის აგვისტო

სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა - $48,600,000

აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა;
ხელისუფლების  უფრო მეტი გამჭვირვალეობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება;
პარლამენტის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
პოლიტიკური პარტიების დახმარება, რათა მათ უკეთესად წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩევლები და უფრო ეფექტურად შეძლონ არჩევნებში კონკურენციის გაწევა;
ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნა;
უფრო გამჭვირვალე მედიისა და ჟურნალისტთა ახალი თაობის დახმარება.

ინვესტიცია მოსახლეობაში/ჰუმანიტარული დახმარება - $440,433,000

საქართველოს მთავრობისათვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა საბიუჯეტო დახმარების სახით პენსიების გასაცემად, დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამინისტროების დასახმარებლად (თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკლებით);
შიდა ქართლის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფა საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო საშუალებებით. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერება და საავადმყოფოების განახლება;
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში განსაკუთრებით დაზიანებული საჯარო სკოლებისა და უპატრონო ბავშვთა სახლების  გარემონტება;
იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული თავშესაფრების განახლება და წინა კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

ეკონომიკური ზრდა - $467,890,000 

საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIჩ) ახალი საფინანსო პროექტების დაფინანსება და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდა სესხების გარანტიის გზით;
ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
მთავარი გზების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა პროექტების ხელშეწყობა;
საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო სავაჭრო პერსპექტივების ხელშეწყობა;
სამუშაოსათვის ათასობით ქართველის გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

მშვიდობა და უსაფრთხოება - $44,577,000

სახმელეთო ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების განაღმვა;
პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერება საქართველოს მოსახლეობის თავდაცვისა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფა;
საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცება;
ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი - $2,000,000

GMP (საქართველოს მონიტორინგის პროექტი) არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ორ-წლიანი პროგრამა (2010 ივნისი – 2012 მაისი) რათა მონიტორინგი გაუწიოს აშშ მთავრობის საგარეო დახმარებას საქართველოს მთავრობისათვის 1 მილიარდიანი დახმარების პირობის ფარგლებში. ანგარიშები:

აშშ მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტურობის ანალიზი