Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
ელჩი

რიჩარდ ნორლანდი

ფოტო: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

რიჩარდ ნორლანდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

ელჩი რიჩარდ ნორლანდი ომის ეროვნულ კოლეჯში საერთაშორისო საკითხთა მრჩეველი და დირექტორის მოადგილეა. 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე მან უზბეკეთში აშშ–ის ელჩად იმსახურა. ელჩად დანიშვნამდე, ორი წლის განმავლობაში, რიჩარდ ნორლანდი ავღანეთში აშშ–ის ელჩის მოადგილე, აგრეთვე ლატვიაში აშშ–ის ელჩის მოადგილე იყო; ხოლო ავღანეთის ქალაქ მაზარ–ი–შარიფში, აშშ–ის არმიის სამოქალაქო საქმეთა გუნდთან ერთად, ავღანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის საკითხებზე მუშაობდა.

პრეზიდენტების, კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებში, ელჩ ნორლანდს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დირექტორის პოსტი ეკავა და განსაკუთრებული ყურადღებით ჩრდილოეთი ირლანდიის სამშვიდობო პროცესზე მუშაობდა. მისი სამუშაო მოიცავდა ბალტიის ქვეყნებს, ეუთოს, აგრეთვე ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას. 1998 წელს, „წითელი პარასკევის შეთანხმებაზე“ მუშაობისას, რიჩარდ ნორლანდი ირლანდიის რესპუბლიკაში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი იყო.

1988–90 წლებში, პრეზიდენტ გორბაჩოვის მოღვაწეობისას, ‘საჯაროობისა’ და ‘გარდაქმნის’ ეპოქაში, ელჩი ნორლანდი საბჭოთა კავშირში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკურ მრჩევლად მსახურობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ელჩი ნორლანდი, პოლიტიკის საკითხებზე სამუშაოდ, აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის პენტაგონის ოფისში მიავლინეს. 1993 წელს, ელჩი ნორლანდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) საქართველოს მისიაში აშშ–ის წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის  კონფილქტებზე მუშაობდა. მოგვიანებით, მსგავსი მისიით, ელჩი ნორლანდი ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა.

დიპლომატიური კარიერის დასაწყისში ელჩი არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით 250 კილომეტრზე, ნორლანდი ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში აშშ–ის საინფორმაციო ოფისს ხელმძღვანელობდა. ტრომსოს საინფორმაციო ოფისი აშშ–ის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დიპლომატიური მისიაა. არქტიკულ საბჭოში აშშ–ის თავმჯდომარეობისას ელჩ ნორლანდს არქტიკული საბჭოს უფროსი დიპლომატის პოსტი ეკავა. სხვადასხვა დროს ელჩი ნორლანდი მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპეციალურ თანაშემწედ აფრიკის საკითხებში, სახელმწიფო დეპარტამენტში ნორვეგია–დანიის განყოფილების ხელმძღვანელად, აგრეთვე სამხრეთი აფრიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ. პირველი დიპლომატიური მისიით მან ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში იმსახურა.

რიჩარდ ნორლანდი ამერიკელი დიპლომატის შვილია. ის მაროკოში დაიბადა და აფრიკაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში იზრდებოდა. 1980 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ელჩი ნორლანდი აიოვის შტატის წარმომადგენელთა პალატაში საკანონმდებლო ანალიტიკოსის პოსტი ეჭირა. 1977 წელს ელჩმა ნორლანდმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლა დაამთავრა, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასა და ომის ეროვნულ კოლეჯში მოიპოვა. ელჩმა ნორლანდმა იცის რუსული, ფრანგული და ნორვეგიული ენები. მასა და მის მეუღლეს, მერი ჰარტნეტს ორი შვილი ჰყავთ.