Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
სამოქალაქო /საპასპორტო მომსახურება
 

ჩვენს მიერ ამერიკის მოქალაქეების მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. საპასპორტო მომსახურებაზე შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ

ამერიკელები ისევე უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ პასპორტებს, როგორც ძვირფასეულობას. ამერიკული პასპორტის მოქალაქეზე გასაცემად, ჩვენ უნდა გვქონდეს მისი ვინაობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. თუ გინდათ განაახლოთ თქვენი ძალაში მყოფი ან ვადაგასული პასპორტი, თქვენი მოქმედი პასპორტი გამოდგება ჭეშმარიტი ვინაობისა და მოქალაქეობის დასადგენად. წინააღმდეგ შემთხვვევაში თქვენი ვინაობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ ვინაობის დამამტკიცებელი ორი ფოტოსურათიანი ფორმა, მაგ. მართვის მოწმობა. თქვენი მოქალაქეობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლი, ნატურალიზაციის სერტიფიკატი ან სხვა მსგავსი დოკუმენტები. პასპორტის მიღების ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს ერთი (5X5 სანტიმეტრებში) ფერადი ან შავთეთრი, ღია ფონზე, ფოტოსურათი. პასპორტის განახლებისათვის შეავსეთ და მოიტანეთ განცხადების ბლანკი DS-82.

არასრულწლოვანმა აშშ მოქალაქეებმა (16 წლამდე) უნდა წარმოადგინონ:

  • DS-11 ფორმა
  • ბოლო აშშ პასპორტი
  • 1 ფოტო (2 * 2-ზე ინჩებში; ან 5*5 სანტიმეტრებში)
  • მშობლების პასპორტები
  • $105 გადასახადი, რომელიც გადახდილ უნდა იქნას ან აშშ დოლარებში ან ეკვივალენტით ქართულ ვალუტაში (ლარი). გადახდა ხდება მხოლოდ ნაღდი ფულით
  • არასრულწლოვანის პროგრესული ასაკობრივი ფოტოები
  • დაბადების მოწმობა (ორიგინალი, საპასპორტო განცხადების პირველად შემომტანისათვის; ასლი -  პასპორტის განახლებისათვის).

ორივე მშობელი, ყოველ არასრულწლოვანთან ერთად, არასრულწლოვანის საპასპორტო განცხადებაზე ხელის მოსაწერად ფიზიკურად უნდა იყოს წარმოდგენილი საკონსულო განყოფილებაში. თუ ერთერთი მშობელი არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი, მაშინ განცხადებას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული DS-3053 ფორმა. თუ არ მყოფი მშობელი არ არის აშშ-ში, მაშინ ფორმა ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული უახლოეს აშშ საკონსულოში. არ მყოფი მშობლის პასპორტის დამოწმებული ასლი თან უნდა ახლდეს DS-3053 ფორმას.
 
თუ ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტებთან ერთად პასპორტის წარდგენა, განცხადების შემომტანებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა  DS-64, განცხადება მოპარულ ან დაკარგულ პასპორტზე, წერილობითი განცხადება იმის თაობაზე თუ რა გარემოაებაში მოიპარეს ან დაიკარგა პასპორტი. ამ შემთხვევაში ზრდასრულმა განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ბლანკი DS-11, ბლანკი DS-82-ის მაგივრად და გადაიხადონ დამატებითი $25 მოსაკრებელი.
საპასპორტო განცხადებების ფორმებისა და ინსტრუქციების გასაცნობად შედით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ საზღვარგარეთ და რომლებსაც სურთ ამერიკული პასპორტის მიღება, მიიღებენ სრულიად ახალ და თანამედროვე პასპორტს, რომელშიც ჩაკრულია ციფრული ფოტოსურათი და შეტანილია გაზრდილი უსაფრთხოების ელემენტები. ამ მიზნით ამერიკის საელჩოები და საკონსულოები პასპორტების გაცემის ფუნქციის ანიჭებენ ადგილობრივ აშშ საპასპორტო განყოფილებებს. ამ ზომამ დააჩქარა პასპორტების გაცემა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ამერიკის მოქალაქეები დროულად მიიღებენ უსაფრთხო დოკუმენტებს. ამერიკის მოქალაქეემა პასპორტისათვის უნდა მიმართონ რაც შეიძლება ადრე.

საგანგებო სიტუაციებში, საკონსულო განყოფილებას შეუძლია გასცეს შეზღუდული ვადის მქონე პასპორტები, რომელთა ვადის გაგრძელებაც არ შეიძლება. თუმცა ასეთი პასპორტის მფლობელებმა, საპასპორტო განყოფილებებში აშშ-ში და ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ, მოგზაურობის დასრულების შემდეგ უნდა შეცვალონ თავიანთი შეზღუდული ვადის მქონე პასპორტები, სრული ძალის მქონე ციფრულ ფოტოსურათებიან პასპორტზე. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ერთი გადასახადი იქნება გადასახადი. 

მოზრდილთათვის პასპორტის განახლების გადასახადი არის $110, ხოლო დაკარგული ან მოპარული პასპორტის შესაცვლელად - $135; არასრულწლოვანთა (16 წლამდე) პასპორტისათვის - $105.