Skip Global Navigation to Main Content

სარეაბილიტაციო ცენტრი დაშავებული ჯარისკაცებისათვის (23 იანვარი)

ODC–ის ხელმძღვანელი რენე ანდერვუდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, მაიორი მედა ბეტაშვილი მომავალ თანამშრომლობაზე საუბრობენ. ფოტო: ა.შ.შ.-ის სახ. დეპარტამენტი

23 იანვარს აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს შენობა, სადაც დაშავებული ჯარისკაცებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა იგეგმება. აშშ–ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რათა შეიქმნას კიდურებდაკარგულ პაციენტებზე ზრუნვის ცენტრი. აშშ–ის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვას.

ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეუფასებელია. ავღანეთში, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცები საქართველოს მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლია. ვგლოვობთ თითოეულ დაღუპულს და პატივს მივაგებთ დაშავებულ ჯარისკაცებს. აშშ ჯარისკაცებს არასოდეს ივიწყებს.