Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
საელჩოს სიახლეები 2013

აშშ მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული განვითარების გეგმას (4 თებერვალი)

ელჩი რიჩარდ ნორლანდი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ფოტო: ა.შ.შ.-ის სა. დეპარტამენტი

ელჩი რიჩარდ ნორლანდი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ფოტო: ა.შ.შ.-ის სა. დეპარტამენტი

4 თებერვალს ელჩი რიჩარდ ნორლანდი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც წარმატებული ვიზიტის შემდეგ ახლახან დაბრუნდა ვაშინგტონიდან, აშშ–ის მთავრობას პოლიციის რეფორმის პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეერთებული შტატები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მას პოლიციის ოფიცრების პროფესიული განვითარებისათვის ტრენინგების ჩატარებაში, აგრეთვე საქართველოში კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში ეხმარება.