Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
საელჩოს სიახლეები 2013

იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სარემონტო სამუშაოები (29 იანვარი)

იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სარემონტო სამუშაოები. ფოტო: USAID - საქართველო

იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სარემონტო სამუშაოები. ფოტო: USAID - საქართველო

დავით მეტრეველი გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის თემის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მობინადრეთა ასოციაციისხელმძღვანელია. ორმოცი წლის ოთხი შვილის მამა მობინადრეთა ასოციაციის ხელმძღვანელად 2012 წლის ზაფხულში აირჩიეს. დავითიმონდომებული და გამრჯე ლიდერია, გამოირჩევა პრაქტიკული მიდგომით, და ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ ფართოდ გააცნოსშიდა ქართლში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირებს ახლად დაფუძნებული ასოციაციის დადებითი მხარეები.

„USAID-ის მიერ გადმოცემული იარაღებით ჩვენ, ბერბუკის მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფმა 12 საკვამური გავუკეთეთ ჩვენი დასახლებისმცხოვრებლებს, აღებული თანხა კი ასოციაციის ანგარიშზე შევიტანეთ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს და პენსიონრებს უფასოდ მოვემსახურეთ“,ამბობს დავით მეტრეველი, გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის დასახლების მობინადრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

USAID-ის პროექტმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO), საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან -- აფხაზეთიპარტნიორობით, ხელი შეუწყო ბერბუკის და ხურვალეთის დასახლებებში მობინადრეთა ასოციაციების ჩამოყალიბებას. თემზე დაფუძნებულიმიდგომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს უჩნდებათ მოტივაცია, საკუთარი ძალებით განახორციელონ თავიანთი დასახლებების დასაცხოვრებლების მოვლა-ექსპლუატაცია.

2012 წლის სექტემბერში, NEO-მ ხელი შეუწყო ორივე მობინადრეთა ასოციაციას მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფების ჩამოყალიბებაში და მათმომზადებაში სხვადასხვა ტექნიკურ უნარებში, როგორიცაა ფილებით მოპირკეთება, სანტექნიკოსობა, კალატოზობა, შელესვა, შეღებვა და შედუღება.ასოციაციებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების გადაცემის შედეგად ბრიგადის წევრებს შეუძლიათ დასახლებებში სარემონტო სამუშაოებისგანხორციელება, ან იარაღების გამოტანა მცირე გადასახადის გადახდით, და მათი გამოყენება დასახლების გარეთ სამუშაოების შესასრულებლად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსწარმომადგენლის, ვალერი კოპალეიშვილის თქმით, „NEO პროექტის მხარდაჭერით ბერბუკის და ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთადასახლებების მოსახლეობას უკვე შეუძლია თავად აწარმოოს საკუთარი საცხოვრისების მოვლა-პატრონობა; ასევე, მათ მიეცათ შესაძლებლობა,აწარმოონ შემოსავლიანი საქმიანობა თავიანთ დასახლებებში ან დასახლებებს გარეთ.“ ამას გარდა, NEO-მ მუშაობა ჩაატარა მობინადრეთა ასოციაციებთან თანამშრომლობისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებისგაძლიერების მიზნით.

როგორც ზვიად ხმალაძემ, გორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „NEO-მ იძულებით გადაადგილებულ პირთათემებს მისცა აქტიური მუშაობის და თემში არსებული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს ძლიერ თემს, რაც,თავის მხრივ, წარმოადგენს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის წინაპირობას.“

2012 წელს NEO-მ წარმატებით დაიწყო ასოციაციების ჩამოყალიბების საპილოტე პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ორ დასახლებასა დაექვს საბინაო კორპუსში, სულ 429 ოჯახი; 2013 წელს კი, ანალოგიურ საქმიანობას განახორციელებს შვიდ ახალ დასახლებასა და 28 კორპუსში.