ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ქართველები ვენეციის ბიენალეზე

23/06/2007

logo
თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 52-ე ბიენნალეზე, წელს საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი პავილიონით. ქართველ მხატვრებს გასულ წლებშიც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს სახელმწიფო იყო ჩართული, როგორც მონაწილე. განცალკევებულ პავილიონში წელს 3 ქართველი ქალბატონი წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე, თამარ კვესიტაძე, ეთერ ჭკადუა და სოფო ტაბატაძე. უფრო წვრილად 52-ე ვენეციის ბიენალეს შესახებ, საქართველოს პავილიონის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი მოგვახსენებს.

ნინო ჭოღოშვილი -  მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ მხატვრებს ადრეც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს პირველად ქართველებს ქონდათ სახელმწიფო მხარდაჭერა. მონაწილეები შეარჩია საორგანიზაციო ჯგუფმა და აქ განსამზღვრელი იყო მათი შემოქმდების აქტუალურობა; რამდენად შეესაბამება მათი ხელოვნება ვენეციის ბიენალეს მოთხოვნებს. მე ვფიქრობ, რომ ქართული პავილიონი ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი. წელს ბიენალეს თემა იყო – “იფიქრე გრძნობით და იგრძენი გონებით”. ეს ძალიან დიდ საშუალებას აძლევდა მონაწილეებს რომ მრავალი სახის ხელოვნება წარმოედგინათ. საერთოდ მთლიანად ბიენალე იყო უფრო ვიზუალური, ვიდრე კონცეპტუალური. აქედან გამომდინარე, ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა გამოვიდა.

- რა გამოგვარჩევდა ჩვენ, ანუ ქართულ პავილიონს დანარჩენებისგან, თუ იყო მსგავსება ან კი სხვაობა. რამდენად ადექვატურები ვიყავით ჩვენ მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში?

ნინო ჭოღოშვილი – ითვლება რომ 51-ე ბიენალე იყო ფემინისტური, ამ ბიენალაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, ქალი ხელოვანების როლი იყო ძალიან თავლსაჩინო. ჩვენს პავილიონშიც წარმოდგენილი იყო სამი ქალბატონი, რაც სრულიად არ იყო წინასწარ დაგეგმილი, მაგრამ  ასე მოხდა და აქედან გამომდინარე, საერთო მსოფლიო კონტექსტში მოვხვდით.

- ასე, რომ საბედნიეროდ თანამედროვე ქართული ხელოვნება მთლიანად ჩაჯდა მსოფლიოს შემოქმედებით კონტექსტში, რისი შედეგიც ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი ქართველი ხელოვანი - სოფო ტაბატაძე უკვე სტამბულის საერთაშორისო ბიენალეზეც არის მიწვეული, რომელიც დღევანდელ დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ვიდრე ვენეციის ბიენალე.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
მედვედევმა საქართველოსთან იარაღის ვაჭრობა აკრძალა

  სხვა ცნობები
მსოფლიო ცვლილების მოლოდინშია  Audio Clip Available
ობამა ახლო აღმოსავლეთში სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს განიხილავს  Audio Clip Available
ბარაკ ობამას სამომავლო ხედვა რუსეთის მიმართულებით
დღეს ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგის დღე აღინიშნება
თურქეთი ნაბუკოს გაზსადენის მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებს
ნინია კაკაბაძე: საზოგადოებრივი არხი საზოგადოებისთვის
ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერებს ესაუბრა ბუნებრივი აირის საკითხებზე
ხვალ ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
  ეგვიპტეში ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის მიზნით შეიკრებნენ
ჩრდილო- ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთში 8 მებრძოლი დაკარგა
პალესტინელები ერთი კვირით წყვეტენ ცეცხლს
მეამბოხეებმა   ბრიტანელი მძევლები ახალ სამალავში გადაიყვანეს 
საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა მორგან ჩვანგირაიმ გაიმარჯვა
უშიშროების ძალებთან ბრძოლაში 15 ისლამისტი დაიღუპა
რუსეთმა და უკრაინამ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის შეთანხმებას მიაღწია
ინაუგურაციაში მონაწილეობას შოუ ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი მიიღებს