VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

15 იანვარი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
რადიოსადგურ ამერიკის ხმის წ ე ს დ ე ბ ა
რადიოსადგურ ამერიკის ხმის მაუწყებლობისა და ორგანიზაციის სამუშაო მისიის უზრუნველსაყოფად, 1960 წელს ამერიკის ხმის წესდება შემუშვდა. წესდების საფუძველზე, 1976 წლის 12 ივლისს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ხელი მოაწერა სპეციალურ კანონს.

შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესთა სფეროში შედის მსოფლიოს მოსახლეობას რადიოს საშუალებით გადასცეს თავისი პოზიცია. იმისათვის რათა ამერიკის ხმამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მან აუდიტორიის ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

ამერიკის ხმის ფუნქციონირება შემდეგ პრინციპებს ემყარება.
Graphic Image
 
ამერიკის ხმა ინფორმაციის სარწმუნო წყარო უნდა იყოს. ინფორმაცია, რომელსაც ამერიკის ხმა გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცსელი იქნება.

Graphic Imageამერიკის ხმის საშუალებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამერიკის
 
საზოგადოება, და არა მისი რომელიმე ერთი  ნაწილი. შესაბამისად, რადიოსადგურმა უნდა უზრუნველყოს ამერიკული ორგანიზაციებისა და საზოგადოების გაბალანსებული და სრულყოფილი ასახვა. 

Graphic Image
 
შეერთებული შტატების პოლიტიკას ამერიკის ხმა წარადგენს მკაფიოდ და ეფექტურად, და ასევე უზრუნველყოფს ამ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კონსტრუქციულ დისკუსიასა და თვალსაზრისს.

( სახელმწიფო კანონი 94-350)