VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

15 იანვარი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე

Georgian Long Banner

-ჩვენი გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ ყოველ დღე 19-ტ საათსა და 30-ი წუთიდან 20 საათსა და 30 წუთამდე თბილისის დროით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველ და მეორე არხებზე. მეორე არხზე, ანუ FM 100.9-ზე, ჩვენი ერთსაათიანი გადაცემა სრული ფორმატითაა ეთერში. პირველ არხზე ანუ FM 102.4-ზე კი მხოლოდ ნახევარი საათი-20:00-დან 20:30-მდე.  ასევე, მოკლე ტალღებზე პირველი ნახევარი საათის განმავლობაში 9465 კილოჰერცის 31 მეტრისა და 11790 კილოჰერცის 25 მეტრის ტალღებზე, ხოლო მეორე ნახევარი საათის განმავლობაში კი- ასევე 9465 და 9665 კილოჰერცის  31 მეტრის ტალღებზე.

-ამერიკის ხმის 1 საათიანი გადაცემა განმეორებით გადის ეთერში მოკლე ტალღების დიაპაზონში 25 და 41 მეტრის სიხშირეზე თბილისის დროით 21 საათიდან 22 საათამდე.

-ამას გარდა ინფორმაცია რომელიც დღეს მოისმინეთ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტით:www.amerikisxma.com უკანასკნელი ინფორმაციების გარდა, მოისმენთ ჩვენს ყოელდღიურ რუბრიკებს პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი სიახლეების შესახებ.

- უკანასკნელი ინფორმაციების გარდა, მოისმენთ ჩვენს ყოელდღიურ რუბრიკებს პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი სიახლეების შესახებ.

ინფორმაცია საქართველოდანვაშინგტონი დღესგადაცემა ჯაზის მოყვარულთათვისახალგაზრდული გადაცემა

ყოველდღიურად, ჩვენი კორესპონდენტი ელენე ბარათაშვილი საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს აშუქებს და თავის გადაცემებში წამყვან პოლიტიკოსებს, თუ საზოგადო მოღვაწეებს ესაუბრება.ამას გარდა, ჩვენი კორესპონდენტი ნინია კაკაბაძე შაბათობით და ორშაბათობითექსპერტებთან ერთად კულტურული ცხოვრების სიახლეების და საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ მოუთხრობს რადიომსმენელს.

ანა კალანდაძე ყოველ ორშაბათს გესაუბრებათ ამერიკის დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სოციალური მოვლენების შესახებ, რომლებიც ასახვას პოულობსმოსახლეობისა და პოლიტიკოსების ცხოვრებაში.

ლუკა ბეთანელი ოთხშაბათობით საუბრობს საინტერესო მოვლენებზე ჯაზში. შეგიძლიათ მოისმინოთ ტრადიციული, და თანამედროვე ჯაზ მუსიკოსების მუსიკა და ინფორმაცია მათი შემოქმედების შესახებ.

ახალგაზრდული პროგრამა მოგითხრობთ ამერიკელი,
ქართველი ახალგაზრდების შესახებ,
მოისმენთ ინტერვიუებს ახალგაზრდა მსახიობებთან, რეჟსორებთან, მხატვრებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებთან.

ამერიკის ქრონოგრაფიმედიცინა/მეცნიერებამემატიანეინგლისური ენის გაკვეთილი

რუბრიკა, ქეთი გაბუნიასთან ერთად აშუქებს ამერიკის ისტორიას, მის ტრადიციებს, წეს- ჩვეულებებს.

პარასკეობით, მიხა გეგეშიძე გაგაცნობთ ამერიკაში მეცნიერების, ტექნიკისა და მედიცინის დარგის სიახლეებს.

მიხა გეგეშიძე ყოველ შაბათს მოგითხობთ სამხედრო პოლიტიკურ თემებსა და კონფლიქტების ისტორიაზე.

ეს ხუთ წუთიანი გადაცემა გამიზნულია მათთვის ვინც უკვე ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ მისი დახვეწა სურს.