ისრაელის ჯარები ჰამასის
მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის საბოლოო ეტაპზე
ღაზას ცენტრისკენ მიიწევენ. გაეროს გენერალური მდივანი დღეს ,დაპირისპირების
მეცხრამეტე დღეს ღაზაში ჩასვლას გეგმავს.
დღეს გარიჟრაჟზე
ისრაელის სამხედრო თვითმრინავებმა ჰამასის სამოცი ობიექტი გაანადგურეს ,რასაც შემდეგ ისრაელის სახმელეთო ჯარების
ქალაქის ცენტრში დაწიანურება და ჰამასის
მებრძოლთა წინააღმდეგ მძიმე ტექნიკით საომარი მოქმედებები მოჰყვა.
ისრაელის პოლიციის
განცხადებით, ლიბანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დღეს სამი სარაკეტო
შეტევა განახორციელა ,რასაც ისრაელის მხრიდან
საპასუხო რეაქცია მოჰყვა.მსგავსი შემთხვევა წინა კვირასაც დაფიქსირდა, თუმცა ლიბანელთა
სამხედრო დაჯგუფება "ჰესბოლამ" ამ ფაქტთან დაკავშირებით
ყველანაირი კავშირი უარყო.
ჰამასი კვლავ აგრძელებს
ღაზადან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო
თავდასხმებს. ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას იმასთან
დაკავშირებით, რომ არ შეწყვეტს ომს , ვიდრე ჰამასის მხრიდან შეტევები არ შეწყდება.
გაეროს გენერალური
მდივანი ბან კიმუნი ქაიროში დიპლომატიური მისიით იმყოფება, რომელიც ღაზას სექტორში კონფლიქტის
მოგვარების მიზნითაა დაგეგმილი. საბოლოო
მონაცემებით კონფლიქტის შედეგად ღაზაში 950 პალესტინელი და 13 ისრაელის მოქალაქეა დაღუპული.