VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

13 იანვარი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ

13/01/2009

  ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ.  

ამასობაში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოგზაურობს ახლო აღმოსავლეთში და ცდილობს მიაღწიოს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისრაელის სამხედროების განცხადებით მათ საჰაერო დარტყმები განახორციელეს   60-მდე სამიზნეზე, მათ შორის  იმ ადგილებზე საიდანაც ჰამასი რაკეტებს ისროდა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის სამხედროებმა გაანადგურეს აგრეთვე  რამოდენიმე იარაღის საწყობი, ჰამასისი მართვის პოსტები და გვირაბები საიდანაც ეგვიპტიდან უკანონოდ შემოჰქონდათ პალესტინელებს იარაღი. პალესტინელი ექიმები აცხადებენ , რომ საჰაერო იერიშს 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 3 კვირიანი დაძაბული ბრძოლების შედეგად 900-მდე პალესტინელი და 13 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა.ბან კი მუნი შეხვედრებს გეგმავს  ისრაელის, იორდანიის, თურქეთის, სირიის, ლიბანისა და კუვეიტის ლიდერებთან. 

გაეროს  გენერალური მდივანი შეეცდება, რომ გასულ კვირას მიღებული გაეროს რეზოლუცია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, კონფლიქტის ორივე მხარემ მიიღოს.


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
 ეჭვმიტანილი გუანტანამოს ციხეში მუდმივი წამების ქვეშ იყო
საერთაშორისო  სავალუტო ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს
უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა
რუსეთის  სამხედრო ხომალდმა  ბრიტანული გემი დაიცვა
პაკისტანის არმიის ქვედანაყოფები ინდოეთის საზღვართან განთავსდნენ
ჩინეთის ეკონომიკა  მსოფლიოში  მესამე ადგილზეა 
საქართველო უცხოელის თვალით - რესპონდენტი ცნობილი თურქი მუსიკოსი ფუატ საკა  Audio Clip Available
უგანდაელმა მეამბოხეებმა გასული სექტემბრის შემდეგ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ადამიანი მოკლეს
სამხრეთ კორეის წარგზავნილი ვანგ ჯუნ კუკი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ჩავა
ეთიოპიის სამხედროები მოგადიშოდან  გავიდნენ
გასული წლის დეკემბრისთვის ჩინეთის ვაჭრობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია
აშშ-ის ახლად არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადში ერაყის ლიდერებს შეხვდა
რუსეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებს
ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ