ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ
13/01/2009
ისრაელის სამხედროები
და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ.
ამასობაში გაეროს
გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოგზაურობს ახლო აღმოსავლეთში და ცდილობს მიაღწიოს
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისრაელის სამხედროების განცხადებით
მათ საჰაერო დარტყმები განახორციელეს60-მდე
სამიზნეზე, მათ შორისიმ ადგილებზე საიდანაც
ჰამასი რაკეტებს ისროდა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის სამხედროებმა გაანადგურეს
აგრეთვერამოდენიმე იარაღის საწყობი, ჰამასისი
მართვის პოსტები და გვირაბები საიდანაც ეგვიპტიდან უკანონოდ შემოჰქონდათ პალესტინელებს
იარაღი. პალესტინელი ექიმები აცხადებენ , რომ საჰაერო იერიშს 12 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა. 3 კვირიანი დაძაბული ბრძოლების შედეგად 900-მდე პალესტინელი და 13 ისრაელის
მოქალაქე დაიღუპა.ბან კი მუნი შეხვედრებს გეგმავს ისრაელის, იორდანიის, თურქეთის, სირიის, ლიბანისა
და კუვეიტის ლიდერებთან.
გაეროსგენერალური მდივანი შეეცდება, რომ გასულ კვირას
მიღებული გაეროს რეზოლუცია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, კონფლიქტის ორივე
მხარემ მიიღოს.