VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

13 იანვარი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
ეთიოპიის სამხედროები მოგადიშოდან  გავიდნენ

13/01/2009

 

Ethiopian troops in Mogadishu, (file photo)

ეთიოპიის სამხედროები რომლებიც სომალის მთავრობას უჭერენ მხარს დღეს დედაქალაქიდან-მოგადიშოდან  გავიდნენ.ისინი 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ სომალიში და ქვეყნის მთავრობას ეხმარებოდნენ ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში.

 მოგადიშოს მოქალაქეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ეთიოპიის ჯარის ქალაქიდან გაყვანას. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე სომალის პრემიერ მინისტრმა ნურ ჰასან ჰუსეინმა მადლობა გადაუხადა ეთიოპიის სამხედროებს მთავრობის მხარდაჭერაში. სომალის ოფიციალური პირების   განცხადებით, ეთიოპიის  ჯარის გაყვანა საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას. გაეროს წარგზავნილი სომალიში აჰმედო ოულდ აბდალამ იმედი გამოთქვა, რომ  ეთიოპიის ჯარის გაყვანამ  შესაძლებელია უბიძგოს ისლამისტ მეამბოხეებს ბრძოლის შეწყვეტისკენ.

ამასობაში სომალელმა  მეკობრეებმა გაათავისუფლეს  2 უცხოური  გემი  რომელზეც 35 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით სომალელმა მეკობრეებმა თურქული ტანკერი კარაგოლი  და მისი 14  ეკიპაჟის წევრი გაათავისუფლეს.

 ტანკერს 4000 ტონა ქიმიკატი გადაჰქონდა, როდესაც იემენის ნაპირებთან 12 ნოემბერს მეკობრეები დაესხნენ თავს. ბოლო 1 წლის განმავლობაში სომალელმა მეკობრეებამა მილიონობით დოლარი გამოსძალეს გემის მფლობელებს.


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
 ეჭვმიტანილი გუანტანამოს ციხეში მუდმივი წამების ქვეშ იყო
საერთაშორისო  სავალუტო ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს
უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა
რუსეთის  სამხედრო ხომალდმა  ბრიტანული გემი დაიცვა
პაკისტანის არმიის ქვედანაყოფები ინდოეთის საზღვართან განთავსდნენ
ჩინეთის ეკონომიკა  მსოფლიოში  მესამე ადგილზეა 
საქართველო უცხოელის თვალით - რესპონდენტი ცნობილი თურქი მუსიკოსი ფუატ საკა  Audio Clip Available
უგანდაელმა მეამბოხეებმა გასული სექტემბრის შემდეგ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ადამიანი მოკლეს
სამხრეთ კორეის წარგზავნილი ვანგ ჯუნ კუკი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ჩავა
ეთიოპიის სამხედროები მოგადიშოდან  გავიდნენ
გასული წლის დეკემბრისთვის ჩინეთის ვაჭრობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია
აშშ-ის ახლად არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადში ერაყის ლიდერებს შეხვდა
რუსეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებს
ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზას სექტორში დღეს უფრო ღრმად შეიჭრნენ