ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

რუსი პოლიტოლოგი მედვედევს აკრიტიკებს

26/08/2008

 რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ 5თ წუთიანი სატელევიზიო განცხადება გააკეთა რუსული ტელევიზიით, სადაც საქართველოს ბრალი დასდო ბლიცკრიგის მცდელობაში. მისი თქმით მცდელობის მიზანი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მოსპობა.

მან სხვა ქვეყნებს მოუწოდა მიბაძონ რუსეთის მაგალითს და სცნონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. მისივე თქმით ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა, რათა გადაერჩინათ ადამინების სიცოცხლე.

ამერიკის ხმას ესაუბრა დამოუკიდებელი რუსი პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე კონოვალოვი. როგორც მან თქვა 1975 წელს მიღებული ჰელსინკის შეთანხმება ითვალისწინებს ევროპაში იმ სახელმწიფო საზღვრების ხელშეუვალობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამტკიცდა. კონოვალოვის აზრით რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჰელსინკის შეთანხმების ხელყოფას წარმოადგენს. მისი აზრით ეს თვით რუსეთს მიაყენებს ზიანს, რადგანაც მოსკოვს აღარ ექნება იმის საფუძველი, რომ გააკრიტიკოს დასავლეთი და ამერიკა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის.

-”კიდევ უფრო საგულისხმოა ის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება კავკასიაში შენელებული მოქმედების ნაღმის ჩადების ტოლფასია, რადგანაც თუკი მოსკოვი აღიარებს ოსებისა და აფხაზების უფლებას გამოეყონ საქართველოს , მაშინ ჩეჩნებმა და ინგუშებმა რაღა დააშავეს? მათაც ხომ  უნდა ჰქონდეთ უფლება გამოეყონ რუსეთს”- აღნიშნა კონოვალოვმა.

კონოვალოვის აზრით ვერავინ იტყვის ზუსტად როდის იფეთქებს ეს ნაღმი, მაგრამ ის რომ ამას ადგილი ექნება უდავოა.

თბილისში ევროპაში ინტეგრაციის ფორუმის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა ამერიკის ხმის კორესპონდენტთან პიტერ ფედინსკისთან საუბარში აღნიშნა, რომ მედვედევმა აშკარად გამოავლინა ის , რომ იგი არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც შეარჩიეს და არა აირჩიეს და რომელიც რუსეთის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე აღებულ ვალდებულებებს როგორც სჩანს არ შეასრულებს. 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  ქართველი პოლიციელი მოკლეს

  სხვა ცნობები
სერგეი ლავროვი   ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდება 
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პაკისტანს ესტუმრა
პრეზიდენტი  ბუში  დაემშვიდობა ამერიკელ ხალხს
უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  სამიტს  უმასპინძლებს
ისრაელი და ჰამასის შეიარაღებული დაჯგუფება ახლოა ზავის დადებასთან
ლიტვაში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი
US Airways-ის  თვითმფრინავი  ჰადსონის მდინარეში ჩავარდა
2008 წელს  აშშ-ში  სამომხმარებლო ფასებმა  ძალზედ მცირედ იმატა
რუბრიკა ქალებისათვის თბილისიდან - რესპონდენტი ამერიკაში მცხოვრები თამუნა ლოლაძე  Audio Clip Available