ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
სენატორი ჯონ მაკკეინი განცხადებას აკეთებს საქართველოს შესახებ

18/04/2008

სენატორმა მაკკეინმა გუშინ სატელეფონო საუბარი იქონია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საუბრის შემდეგ მან შემდეგი განცხადება გააკეთა: “....რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი მიმართებაში გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს საერთაშორისო კანონების დარღვევას და მკაცრ გაკიცხვას იმსახურებს ყველა იმ სახელმწიფოს მხრივ, რომლებიც კანონიერებას იცავენ. არც ერთ სახელმწიფოს თვით რუსეთის ჩათვლით არ უცნიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა რუსეთი ფაქტობრივად ანექსირებას უხდენს საქართველოს ამ მხარეებს, რითაც ძირს უთხრის სტაბილობასა და უშიშროებას რეგიონში. სამწუხაროდ რუსეთის ხელისუფლებამ არა ურთიერთთანამშრომლობის არამედ კონფრონტაციის გეზი აირჩია. ახლახანს ბუქარესტში ჩატარებული ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ზოგი სახელმწიფო საქართველოს MAP-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა თითქოსდა იმ მიზეზით, რომ ამით რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ვერ იქნა მიღწეული თანხმობა რუსეთმა მაინც პროვოკაციას მიმართა. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს იმის უფლება, რომ ჩათვალოს თითქოს მას რაც მოესურვება იმის გაკეთება შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენობას. საქართველომ ამ საკითხში თავშეკავება გამოავლინა და მან კვლავაც უნდა გააგრძელოს ეს მიდგომა. იმედი მაქვს, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთოსა და გაეროს ჩათვლით, მკაცრად დაგმობენ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  ქართველი პოლიციელი მოკლეს

  სხვა ცნობები
სერგეი ლავროვი   ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდება 
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პაკისტანს ესტუმრა
პრეზიდენტი  ბუში  დაემშვიდობა ამერიკელ ხალხს
უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  სამიტს  უმასპინძლებს
ისრაელი და ჰამასის შეიარაღებული დაჯგუფება ახლოა ზავის დადებასთან
ლიტვაში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი
US Airways-ის  თვითმფრინავი  ჰადსონის მდინარეში ჩავარდა
2008 წელს  აშშ-ში  სამომხმარებლო ფასებმა  ძალზედ მცირედ იმატა
რუბრიკა ქალებისათვის თბილისიდან - რესპონდენტი ამერიკაში მცხოვრები თამუნა ლოლაძე  Audio Clip Available